თეგებით ძიება

ბიჭს არტერიაში, გოგოს კი ენაში დანა ჩაარტყა და გაიქცა - ფონიჭალაში მომხდარი დანაშაულის ახალი დეტალები

24 აგვისტოს ფონიჭალაში 2 პირი დაჭრეს - დაპირისპირება, სავარაუდოდ, "მეუფე ნარიმანის" მრევლს შორის მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჩხუბი რიგის გამო დაიწყო.  

"პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ მდუმარებაში მყოფი ბერი ნიკოლოზის სახლთან მომხდარ დაპირისპირებაში სამი ადამიანი ფიგურირებს.

ირკვევა, რომ 19 წლის ბრალდებულმა, რომელიც შენიღბული იყო და ზამთრის ტანსაცმლით გადაადგილდებოდა, ორ მოქალაქეს, 21 წლის ბიჭს არტერიაში, ხოლო 21 წლის გოგოს ენაში დანა ჩაარტყა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. 

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები 8 საათს გაგრძელდა, რის შედეგადაც თავდამსხმელი ცხელ კვალზე დააკავეს. დაკავებულმა გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა, სადაც დაპირისპირების მოტივზე ისაუბრა. 

"პირველების" ინფორმაციით, ჩვენებაში ხაზგასმული იყო, რომ სავარაუდო დამნაშავეს პირადი განზრახვა და მრევლთან ძველი წყენა ამოძრავებდა. 

ადგილობრივები "პირველების" კორესპონდენტს უყვებიან, რომ სავარაუდო დამნაშავეს არ იცნობენ და ახალგაზრდა მეუფე ნარიმანის დისკრედიტაციის მიზნით მოაგზავნეს.

ადგილზე 4 ადამიანი იყო. ერთი ეგ და სამი ქალბატონი. ეს ადამიანი ვინ არის, არავინ არ იცის. უცხო პირი იყო. მრევლი არ არის. ჩემი აზრით, ეს არის მოგზავნილი, რომ აქ ყოფილიყო არეულობა. ლოცულობდა ადამიანი, ამოიღო დანა და დაარტყა ყელის არეში. ერთს ხორხი აქვს დაზიანებული. მეორე ქალბატონს პირის ღრუში აქვს ჩარტყმული", - ამბობს ადგილობრივი. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა