ზოგი ქართული ბანკი არღვევს სანქციებს. ამას შეიძლება მთელი საბანკო სისტემის კოლაფსი მოჰყვეს - რომან გოცირიძე
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე, აშშ-ის მიერ რუსული სწრაფი გზავნილების სისტემა "Золотая корона"-ს სანქციებში შეყვანას სოციაურ ქსელში ეხმაურება:
„რუსული სრაფი გზავნილების სისტემა “ზალატაია კარონა” ამერიკული სანქციების ქვეშ მოჰყვა. რუსულ პრესაში იწერება, რომ საქართველოში ზოგიერთო ბანკის ბარათებზე გადარიცხვები ვერ ხერხდება, ზოგში კი ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთი ქართული ბანკი არღვევს სანქციოებს. ამას მთელი საბანკო სისტემის კოლაფსი შეიძლება მოჰყვეს. სასწრაფოდ უნდა მიხედოს ამ საკითხს ეროვნულმა ბანკმა.“ - წერს გოცირიძე.