ვინც ეს საქციელი ჩაიდინა, ნამდვილად მოგზავნილი იყო, რადგან ამხელა წმინდანს ყველა ებრძვის - ბერი ნიკოლოზის მრეევლის წევრი
პოლიციამ ფონიჭალაში ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ირკვევა, რომ 19 წლის ბრალდებულმა ორ პირს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შემთხვევა ბერი ნიკოლოზის სახლთან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ერთმანეთს მრევლი დაუპირისპირდა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
"ვინც მოვიდა და ეს საქციელი ჩაიდინა, ნამდვილად მოგზავნილი იყო, რათა უარყოფითი რეაქცია გამოიწვიოს და გააჩაღოს ომი. ის ბიჭი, რომელიც დაჭრილია, უაღრესად კარგი ადამიანია. ვიღაცამ სპეციალურად გააკეთა, რათა ჩირქი მოსცხოს აქაურობას. რა თქმა უნდა, ამხელა წმინდანს ყველა ებრძვის", - განაცხადა მრევლის წევრმა.