თეგებით ძიება
25. 08. 2024 მსოფლიო

დუროვი რუსეთიდან არ უნდა წასულიყო. უნდა მიხვდეს რომ სამშობლოს, ისევე, როგორც დროებას, არ ირჩევენ - მედვედევი

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი, პაველ დუროვის დაკავებას გამოეხმაურა:

"ოდესღაც, დიდი ხნის წინ, დუროვს ვკითხე, რატომ არ უნდა სამართალდამცავებთან თანამშრომლობა. "ეს ჩემი პრინციპული პოზიციაა", - მითხრა მან. "მაშინ ყველა ქვეყანაში გექნება სერიოზული პრობლემები", - ვუპასუხე მე. ჩათვალა რომ ყველაზე დიდი პრობლემები რუსეთში შეექმნებოდა და გაიქცა. უნდოდა "მსოფლიოს მოქალაქე" ყოფილიყო, რომელიც სამშობლოს გარეშე ცხოვრობს. შეცდომა დაუშვა. უნდა მიხვდეს, რომ სამშობლოს, ისევე, როგორც დროებას, არ ირჩევენ." - აცხადებს მედვედევი.

ცნობისთვის, გუშინ პარიზში, "ტელეგრამის" შემქმნელი, მილიარდერი პაველ დუროვი დააკავეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა