რუსეთში "საერთაშორისო გამჭვირვალობის" რუსეთის ბიუროს ხელმძღვანელზე ძებნა გამოცხადდა
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფედერალურ ძებნილთა სიაში ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - განდევნილი რუსეთის" ხელმძღვანელი, ილია შუმანოვი შეიყვანა.
Медиазона-ს ინფორმაციით, შუმანოვი სისხლის სამართლის დანაშაულით იძებნება, მაგრამ არ არის დაკონკრეტებული, თუ კონკრეტულად რა მუხლით.
თავად შუმანოვმა Медиазона-ს განუცხადა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ე.წ. უცხოური აგენტის მოვალეობის შეუსრულებლობის მუხლით აღიძრა. მოგვიანებით კი TASS-მა წყაროზე დაყრდნობით დაადასტურა, რომ შუმანოვი "უცხოური აგენტების" რეესტრს 2022 წელს დაემატა.