ისრაელმა ლიბანის ტერიტორიის ინტენსიური დაბომბვა დაიწყო
ისრაელმა ლიბანის ტერიტორიის ინტენსიური დაბომბვა დაიწყო. თავდაცვის ძალების ინფორმაციით, საჰაერო დარტყმები „ჰეზბოლას“ ობიექტებზე ხორციელდება, საიდანაც ისრაელის მიმართულებით მასშტაბური თავდასხმა იგეგმებოდა. ოპერაციის დაწყებიდან მალევე თავდაცვის მინისტრმა ისრაელში 48-საათიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
საგანგებო განცხადება გაავრცელა „ჰეზბოლამაც,“ რომლის მიხედვითაც ისრაელის მიმართულებით სამხედრო ობიექტების დასაბომბად რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვეს.