თეგებით ძიება
25. 08. 2024 მსოფლიო

როგორ ფიქრობთ, დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციები პარიზს მის გათავისუფლებას მოსთხოვენ, თუ ენას ჩაყლაპავენ? - ზახაროვა დუროვის დაკავებაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა Telegram-ის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, პაველ დუროვის საფრანგეთში დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საინტერესოა, გაჩუმდებიან თუ არა დასავლური უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები მის დაპატიმრებასთან დაკავშირებით, მას შემდეგ რაც 2018 წელს რუსეთის ხელისუფლებისგან მოითხოვეს, შეეწყვიტა Telegram-ის მუშაობისთვის დაბრკოლებების შექმნა.

„როგორ ფიქრობთ, ამჯერად ისინი პარიზს მიმართავენ და დუროვის გათავისუფლებას მოითხოვენ, თუ ენას ჩაყლაპავენ?", - წერს ზახაროვა.

მისი თქმით, როდესაც მოსკოვს ჰქონდა პრეტენზიები დუროვის წინააღმდეგ, ის მთელი იმ ხნის განმავლობაში თავისუფალი იყო და განაგრძობდა Telegram-ის განვითარებას.

ამასთან, მისი თქმით, საფრანგეთში რუსეთის საელჩო ჩაერთო როგორც კი ცნობილი გახდა Telegram-ის დამფუძნებლის დაკავების შესახებ.

„არ არის საჭირო ჩვენს დიპლომატებს შევახსენოთ მათი ფუნქციური პასუხისმგებლობა", - დასძინა ზახაროვამ

საფრანგეთის პოლიციამ პარიზის აეროპორტში Telegram-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი პაველ დუროვი დააკავა. BBC-ის ინფორმაციით, დუროვი მას შემდეგ დააკავეს, რაც მისი კერძო თვითმფრინავი ლე ბურჟეს აეროპორტში დაეშვა. გავრცელებული ინფორმაციით, 39 წლის მილიარდერი ბრალდებულია იმაში, რომ "ვერ გადადგა ნაბიჯები Telegram-ის დანაშაულებრივად გამოყენების შესაჩერებლად".


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა