თეგებით ძიება
25. 08. 2024 მსოფლიო

კოსმოსში ჩარჩენილი ორი ასტრონავტი დედამიწაზე 2025 წელს დაბრუნდება

NASA-ს ორი ასტრონავტი, ბარი "ბუჩ" ვილმორი და სუნიტა "სუნი" უილიამსი, Boeing-ის კოსმოსური ხომალდის, Starliner-ის ტექნიკური პრობლემების გამო კოსმოსში გაიჭედნენ. ასტრონავტები დედამიწიდან 5 ივნისს გაფრინდნენ, მათი მისია საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) 8 დღიანი უნდა ყოფილიყო თუმცა, კოსმოსური ხომალდის გაუმართაობამ მათი დაბრუნება განუსაზღვრელი ვადით გადადო.

ახლახან ცნობილი გახდა რომ კოსმოსში ჩარჩენილი ასტრონავტები დედამიწაზე SpaceX-ის ხომალდით 2025 წლის დასაწყისში დაბრუნდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას NASA-ს ოფიციალური პირები ავრცელებენ და აცხადებენ, რომ Starliner-ის მდგომარეობა კრიტიკულია, რის გამოც ასტრონავტთა სახლში დაბრუნება დაგეგმილი გზით ვერ ხერხდება.

SpaceX-ის ოთხადგილიანი ხომალდი Crew Dragon კოსმოსში მომდევნო თვეს გაეშვება და დარჩენილ ასტრონავტებს დედამიწაზე, სავარაუდოდ, 2025 წლის თებერვალში დააბრუნებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა