თეგებით ძიება

სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა - ქუთაისში 47 წლის გიორგი (გიგა) ძაგანიას ეძებენ

ოჯახის წევრები 47 წლის გიორგი (გიგა) ძაგანიას ეძებენ, რომელიც სახლიდან 17 აგვისტოს გავიდა და შინ არ დაბრუნებულა.

ოჯახის ინფორმაციით, გიორგი ძაგანიას ბოლო კვალი ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში მდებარე მაცხოვრის შობის სახელობის ტაძართან და მე-14 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიქსირდება. დაკარგულის ოჯახი საზოგადოების დახმარებას ითხოვს.

"გთხოვთ გააზიარეთ! ვეძებთ 47 წლის გიორგი (გიგა) ძაგანიას.

სახლიდან გავიდა 17 აგვისტოს, დაახლოებით დილის 6:30 საათზე.

ჩართულია პოლიცია და მიმდინარეობს კამერების ჩანაწერების ამოღება.

ბოლო კვალი ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში მდებარე მაცხოვრის შობის სახელობის ტაძართან და მე-14 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიქსირდება.

თუ ვინმემ სადმე შენიშნეთ ან რამე სახის ინფორმაციას ფლობთ აღნიშნულთან დაკავშირებით, უმორჩილესად გთხოვთ დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე : 577125176 ან აცნობეთ პოლიციას. თქვენი გულისხმიერების იმედი გვაქვს და დიდი მადლობა ყველას! პატივისცემით ოჯახის წევრები. ტელ: 577125176 ძმა ( დიტო ძაგანია)", - აღნიშნულია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა