რუს მაღალჩინოსნებს TELEGRAM-ის სამსახურეობრივი მიმოწერების წაშლა უბრძანეს
რუსმა მაღალჩინოსნებმა მესენჯერ Telegram-ის სამსახურეობრივი მიმოწერის წაშლის განკარგულება მიიღეს - ინფორმაციას რუსულ მედიაზე დაყრდნობით ტაბულა.გე ავრცელებს. მათივე ცნობით, განკარგულება რუსეთის მთავრობის წევრებმა, ძალოვანი უწყებების თანამშრომლებმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ "ტელეგრამის" შემქმნელი, მილიარდერი პაველ დუროვი პარიზის აეროპორტში დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ფრანგული მხარე დუროვს, როგორც კონკრეტული სოცქსელის შემქმნელს, ედავება ნარკოტიკებით ვაჭრობას, ბავშვების წინააღმდეგ სავარაუდო დანაშაულებებსა და თაღლითობას. ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია. როგორც ცნობილია, 2021 წელს დუროვმა საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო.