ბავშვთა სახლს ქუთაისში მეხი დაეცა, გადაწვა დენის ჰაბი და ლიფტის ტვინი - რა ინფორმაცია ვრცელდება სოც-ქელში?
ქუთაისის ბავშვთა სახლის თანამშრომელი სსოციალური სელის საშუალებით ქუთაისის მერიას დახმარების თხოვნით მიმართავს:
წუხელ, ჩვენს ბავშვთა სახლს ქუთაისში მეხი დაეცა. ყველანი კარგად ვართ.
მართლა მეხი დაეცა დენის გადამცემ ბოძს
და გადაწვა დენის ჰაბი და ჩვენი სიამაყე ლიფტის ტვინი, ე.წ. პლატა. 7 ეტლითმოსარგებლე ბავშვს მეორე სართულიდან პირველ სართულზე და უკან, ხელით აღმზრდელები ნამდვილად ვერ ატარებენ!
ახლა, რადგან უცხოური გავლენის კანონის გამო უცხოელი სპონსორის დახმარება გამორიცხულია, იმედი მაქვს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია / Kutaisi City Hall დაეხმარებით ბავშვებს და უყურადღებოთ არ დატოვებთ.
გელოდებით .... -წერს ჟანა ბაბუნაშვილი.