ინდონეზიაში წყალდიდობის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა
ინდონეზიაში, წყალდიდობის შედეგად, ცამეტი ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს და წერს, რომ წყალდიდობა მალუკუს პროვინციაში გადაუღებელმა წვიმებმა გამოიწვია.
სტიქიამ ასევე 10-მდე სახლიც დააზიანა.
სინოპტიკოსების ვარაუდით, ძლიერი წვიმა კიდევ რამდენი დღე გაგრძელდება. ამინდის სააგენტომ ამის შესახებ მოსახლეობაც გააფრთხილა.