გასულ წელს, ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის 281 ახალი შემთხვევა და გონებრივი ჩამორჩენის 1404 შემთხვევა დადასტურდა – 159 პირს დაუდგინდა შიზოფრენია
გასულ წელს, ფსიქოაქტიური ნივთიერებებით განპირობებული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის 281 ახალი შემთხვევა და გონებრივი ჩამორჩენის 1404 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს. მათი ინფორმაციით, გასულ წელს, ასევე შიზოფრენიის 159 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ზოგიერთი ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:
პარანოიდული შიზოფრენია – 130;
ხანგრძლივი ბოდვითი აშლილობანი – 122;
ნევროზული, სტრესთან დაკავშირებული და სომატოფორმული აშლილობანი – 11761;
სოციალური ფობია-17;