თეგებით ძიება

პენიტენციური სამსახური ქუთაისში, პატიმრის დაზიანების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

სპეციალური პენიტენციური სამსახური ქუთაისში, პატიმრის დაზიანების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, N2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა. მათივე ცნობით, მას ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება და გადაყვანილია სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, N2 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებულის ნ.ბ.-ს შესახებ.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ ბრალდებული ნ.ბ. განთავსებული იყო სამეთვალყურეო კამერებით აღჭურვილ საკანში, რომლის საპირფარეშოშიც მან ერთჯერადი სამართებლის გამოყენებით ორივე ხელზე მიიყენა თვითდაზიანება.

ნ.ბ.-ს დაწესებულებაში ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება და გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურება და იმყოფება სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.

თვითდაზიანების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებების დაცვა სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველა საინფორმაციო საშუალებას, საზოგადოების დეზინფორმაციის თავიდან არიდების მიზნით თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან“, – ნათქვამია განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა