თეგებით ძიება

"ქუდზე კაცი" ნამდვილად მოვა, ვეთანხმები, მაგრამ არა მის სასარგებლოდ, არამედ მის საწინააღმდეგოდ - ნიკა მელია ბიძინა ივანიშვილზე

პარტია "ახალის" ლიდერმა ნიკა მელიამ "ქართული ოცნებისა" და მისი საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო გზავნილები შეაფასა.

ნიკა მელია ამბობს, რომ ხალხში ყოველდღიურად გადაადგილდება და მათ ცვლილებების სურვილს ამჩნევს.

"ბიძინა ივანიშვილი საუბრობს იმაზე, რისი შესაძლებლობაც მას აქვს. "ქუდზე კაცი" ნამდვილად მოვა, ვეთანხმები, მაგრამ არა მის სასარგებლოდ, არამედ მის საწინააღმდეგოდ.

მტრის ხატს ვეღარ შექმნის ვერავისგან, ვერცერთი ცალკე აღებული პოლიტიკური პარტიისგან. ივანიშვილის სიმღერა არის ნამღერი სიმღერა. ხალხში, რეგიონებში, ძალიან აქტიურად გადავადგილდები, ყოველ დღე და ვხედავ დაუოკებელ სურვილს ცვლილებებისა," - აცხადებს ნიკა მელია.

შეგახსენებთ, რომ ამბროლაურში მოსახლეობასთან შეხვედრისას, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რისთვის უნდა გააკეთოს მოსახლეობამ 26 ოქტომბერს ისტორიული არჩევანი და რისთვის სჭირდება "ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა.

მისი სიტყვებით, ეს არის გარანტირებული, გრძელვადიანი მშვიდობა და უსაფრთხოება, ქართული პოლიტიკიდან "ნაციონალური მოძრაობის" ჩამოშორება, ჩადენილი დანაშაულებისთვის პარტიის გასამართლება და დასჯა, "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ", კონსტიტუციური კანონპროექტის მიღება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებები. ბიძინა ივანიშვილმა აქცენტი გააკეთა მეოთხე პუნქტზეც, რომელსაც "ოცნება" საზოგადოებას უახლოეს პერიოდში გააცნობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა