ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაყაში მეწყერი ჩამოწვა
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაყაში მეწყერი ჩამოწვა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "მოზაიკა" სამოქალაქო აქტივისტ ზაზა მეხრიშვილზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ მდინარე ჭერათხევის მონაკვეთზე ნაპირსამაგრი კედლების მშენებლობა/რეაბილიტაციისთვის ხაშურის მერიამ წელს 300 000 ლარამდე დახარჯა.
"მერამდენედ ყრით წყალში ფულს ბატონებო...", - დაწერა მეხრიშვილმა.