იაპონიის საჰაერო სივრცე ჩინურმა სამხედრო თვითმფრინავმა დაარღვია
იაპონიის თავდაცვის სამინისტროს თქმით, ჩინურმა თვითმფრინავმა მათი საჰაერო სივრცე დაარღვია, საპასუხოდ კი იაპონიამ ავიაგამანდგურებლები ააფრინა.
Y-9 მოდელის თვითმფრინავი დანჯოს კუნძულებიდან კიუშუს კუნძულის დასავლეთით ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 11:29 საათიდან 11:31 საათამდე მიფრინავდა.
სამინისტროს ცნობით, საგარეო საქმეთა ვიცემინისტრმა, მასატაკა ოკანომ ტოკიოში ჩინეთის საელჩოში უფროსი თანამშრომელი დაიბარა, რომელთანაც მკაფიო უკმაყოფილება გამოხატა და ამგვარი დარღვევების აღკვეთა მოსთხოვა.
იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩინური სამხედრო თვითმფრინავი იაპონიის საჰაერო სივრცეში შეიჭრა.