ლიეტუვა ევროკომისრის პოსტზე ანდრიუს კუბილიუსის კანდიდატურას წარადგენს
ლიეტუვა ევროკომისრის პოსტზე ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის კანდიდატურას წარადგენს.
კუბილიუსის კანდიდატურა ლიეტუვის პრემიერმინისტრმა ინგრია სიმონეტემ დაასახელა, რასაც ოფიციალურად ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედაც დათანხმდა.
ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს ოფიციალური დამადასტურებელი წერილი უკვე გაეგზავნა.
პროცედურების გათვალისწინებით, ევროკომისიაში ანდრიუს კუბილიუსის კანდიდატურის წარდგენას ლიეტუვის პარლამენტმაც უნდა დაუჭიროს მხარი. როგორც ინგრიდა სიმონიტე ამბობს, მან უკვე მიიღო არაფორმალური თანხმობა სეიმისგან (პარლამენტი).
ანდრიუს კუბილიუსი ლიეტუვის ყოფილი პრემიერმინისტრია, რომელიც 2019 წლიდან ევროპარლამენტის წევრია.