თეგებით ძიება

წვიმა და ელჭექი, ძლიერი ქარი... - გაფრთხილება ამინდის შესახებ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ორშაბათს, 27 აგვისტოს, დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +18, +23°, დღისით +29, +34°; მთაში ღამით +13, +18°, დღისით +28, +33°; მაღალ მთაში ღამით +9, +14°, დღისით +24, +29°.

აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. შესაძლებელია სეტყვა. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +17, +22°, დღისით +29, +34°; მთაში ღამით +11, +16°, დღისით +27, +32°; მაღალმთაში ღამით +8, +13°, დღისით +18, +23°, ზოგან +29°-მდე.

თბილისში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დღისით უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +21°, დღისით +34°.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა