თეგებით ძიება
27. 08. 2024 მსოფლიო

“არასრულწლოვანთა პორნოგრაფია, ნარკოტრაფიკი და სხვა“ - მძიმე ბრალდებები "ტელეგრამის" დამფუძნებლის წინააღმდეგ

საფ­რან­გე­თის დე­და­ქა­ლა­ქის პრო­კუ­რა­ტუ­რამ “ტე­ლეგ­რა­მის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის, პა­ველ დუ­რო­ვის და­კა­ვე­ბის მი­ზე­ზე­ბი გან­მარ­ტა და ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მი­ლი­არ­დე­რი “კი­ბერ­და­ნა­შა­ულ­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში და­ა­კა­ვეს“.

უწყე­ბის ცნო­ბით, ის ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლია ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბის კრი­მი­ნა­ლუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის ხელ­შე­წყო­ბა­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­ცე­მა­ზე უა­რის თქმა­ში და ბავ­შვთა პორ­ნოგ­რა­ფი­ას­თან, ნარ­კოტ­რა­ფიკ­თან, თაღ­ლი­თო­ბა­სა და ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ და­ნა­შა­უ­ლებ­ში თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ში.

ამ საქ­მე­ზე ამ­ჟა­მად 12 სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. დუ­რო­ვის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი საფ­რან­გეთ­ში 8 ივ­ლისს და­ი­წყო. პა­რი­ზის პრო­კუ­რა­ტუ­რის პრეს­რე­ლიზ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ და­კა­ვე­ბის ვადა, შე­იძ­ლე­ბა, 96 სა­ა­თამ­დე, ანუ 28 აგ­ვის­ტომ­დე გაგ­რძელ­დეს.

საქ­მეს კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლის ცენ­ტრი­სა და თაღ­ლი­თო­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რი იძი­ებს. თუ მას ბრალს არ წა­უ­ყე­ნე­ბენ, დუ­რო­ვის პა­ტიმ­რო­ბის ვადა, რო­მე­ლიც უკვე ერთხელ გაგ­რძელ­და, 28 აგ­ვის­ტოს ეწუ­რე­ბა.

“პა­ტიმ­რო­ბის ვადა მო­სა­მარ­თლემ 2024 წლის 25 აგ­ვის­ტოს გა­ა­ხან­გრძლი­ვა და შე­იძ­ლე­ბა გაგ­რძელ­დეს 96 სა­ა­თამ­დე (ანუ 2024 წლის 28 აგ­ვის­ტომ­დე), იმ პრო­ცე­დუ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რო­მე­ლიც ვრცელ­დე­ბა ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბულ და­ნა­შა­უ­ლე­ბებ­ზე,“ -აღ­ნიშ­ნავს პრო­კუ­რა­ტუ­რა.

39 წლის Telegram-ის დამ­ფუძ­ნე­ბელს სხვა ეპი­ზო­დებ­თან ერ­თად “პლატ­ფორ­მის კრი­მი­ნა­ლუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად, ზო­მე­ბის მი­უ­ღებ­ლო­ბა­საც“ ედა­ვე­ბი­ან.

საფ­რან­გე­თის სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა უწყე­ბებ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნეს ბრალ­დე­ბე­ბის სრუ­ლი სია, რომ­ლის საქ­მე­ზეც დუ­რო­ვი და­ა­კა­ვეს და და­კი­თხეს. მას­ში რვა პუნ­ქტია:

თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა - ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მის ოპე­რი­რე­ბა უკა­ნო­ნო გა­რი­გე­ბის გა­სა­ად­ვი­ლებ­ლად

უარი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის მო­თხოვ­ნა­ზე, ინ­ფორ­მა­ცი­ის ან დო­კუ­მენ­ტე­ბის გამ­ჟღავ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია კო­მუ­ნი­კა­ცი­ებ­ში კა­ნო­ნი­ე­რად ნე­ბა­დარ­თუ­ლი ჩა­რე­ვის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად

თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა - არას­რულ­წლო­ვან­თა პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი სუ­რა­თე­ბის ფლო­ბა

ბავ­შვთა პორ­ნოგ­რა­ფი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი გავ­რცე­ლე­ბა, შე­თა­ვა­ზე­ბა ან მი­წო­დე­ბა,

თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა - ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­ძე­ნა, ტრან­სპორ­ტი­რე­ბა, შე­ნახ­ვა, შე­თა­ვა­ზე­ბა ან გა­და­ცე­მა,

ფა­სი­ლი­ტა­ცია - აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის, ხელ­სა­წყო­ე­ბის, პროგ­რა­მე­ბის ან მო­ნა­ცე­მე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა, გა­და­ცე­მა ან ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა, იუ­რი­დი­უ­ლი სა­ფუძ­ვლის გა­რე­შე, რომ­ლე­ბიც შექ­მნი­ლია ან ადაპ­ტი­რე­ბუ­ლია მო­ნა­ცემ­თა და­მუ­შა­ვე­ბის ავ­ტო­მა­ტუ­რი სის­ტე­მე­ბის მუ­შა­ო­ბის­თვის.

თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა - თაღ­ლი­თო­ბა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ბან­დის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი შეთ­ქმუ­ლე­ბა მძი­მე ან გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის ჩა­სა­დე­ნად, ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით 5 წლით ვა­დით.

ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის­გან.

იხილეთ სრულად


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა