ბულგარეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 27 ოქტომბერს გაიმართება
ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 27 ოქტომბერს გაიმართება.
მან აგრეთვე მეორე ბრძანებულებაც გამოსცა, რომლის თანახმადაც დროებითი ტექნიკური მთავრობის პრემიერ-მინისტრი დიმიტარ გლავჩევი იქნება.
ბულგარეთში 2021 წლიდან პოლიტიკური კრიზისია. ქვეყანაში ექვსი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, თუმცა სტაბილური მთავრობის ჩამოყალიბება დღემდე ვერ ხერხდება.