თეგებით ძიება
27. 08. 2024 მსოფლიო

რუსეთის მასირებულ საჰაერო იერიშებს უკრაინაში 4 ადამიანი ემსხვერპლა - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეგრამის საკუთარ არხზე დაწერა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მასირებულ საჰაერო იერიშებს გასულ რამეს ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 16 კი დაშავდა.

"ჩვენი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის შედეგიანი მუშაობის მიუხედავად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 16 დაშავდა. თანავუგრძნობ გარდაცვლილთა ნათესავებსა და ახლობლებს“, - დაწერა მან.

მისი თქმით, უკრაინა ამ იერიშების გამო რუსეთისთვის პასუხს ამზადებს. „დაუსჯელად კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ჩადენა არ შეიძლება“, - დასძინა ზელენსკიმ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა