ჩრდილოეთ კორეაში სპორტსმენებს დასჯიან, რომლებმაც სამხრეთ კორეელებთან ოლიმპიადაზე სელფი გადაიღეს
ჩრდილოეთ კორეაში იმ სპორტსმენებს დასჯიან, რომლებმაც პარიზის ოლიმპიადაზე სამხრეთ კორეელებთან სელფი გადაიღეს. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.
ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება აცხადებს, რომ ღიმილი მისი ქვეყნის სპორტსმენების სახეზე არის „იდეოლოგიური დივერსია“.
ჩრდილოეთ კორეის სპორტის სამინისტრო „იდეოლოგიურ ექსპერტიზას“ ჩაატარებს და შემდეგ გადაწყდება, თუ როგორ დასჯიან სპორტსმენებს.
ცნობისთვის პარიზის ოლიმპიადაზე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეელებმა სელფი მაგიდის ჩოგბურთის ტურნირის დასრულების შემდეგ გადაიღეს.