საბა საზონოვი "ემპოლიში“ ითამაშებს - იტალიური მედია
„ტორინოს“ ცენტრალური მცველი საბა საზონოვი ერთწლიანი იჯარით „ემბოლიში“ გადავა. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ინსაიდერი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.
როგორც ის აღნიშნავს, „ემპოლი“ და „ტორინო“ იმედოვნებენ, რომ მალე დახურავენ მსხვილ გარიგებას, რომლის მიხედვითაც, საბა საზონოვი და პიეტრო პელეგრი ტოსკანურ კლუბში გადავლენ, „ემპოლიდან“ კი, „ტორინოს“ სებასტიან ვალუკევიჩი შეუერთდება.
"ორივე მოთამაშემ (საბა საზონოვი და პიეტრო პელეგრი) უკვე განაცხადეს თანხმობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
საბა საზონოვი „ტორინოს“ 2023 წლის აგვისტოს ბოლოს შეუერთდა.