თეგებით ძიება
27. 08. 2024 მსოფლიო

Reuters: პარიზის პროკურატურამ დუროვის პატიმრობა 48 საათით გაახანგრძლივა

პარიზის პროკურატურამ „ტელეგრამის“ აღმასრულებელი დირექტორის პაველ დუროვის პატიმრობა კიდევ 48 საათით გაახანგრძლივა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გადაწყვეტილება პატიმრობის გახანგრძლივების შესახებ ორშაბათს იქნა მიღებული. შესაბამისად, დუროვი ციხეში ოთხშაბათამდე დარჩება.

ამასობაში, რუსეთის სათათბიროს სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი თვლის, რომ დუროვის დაკავების უკან აშშ დგას. მისი აზრით, დუროვი დააკავა აშშ-მა საფრანგეთის მეშვეობით.

მილიარდერი დუროვი საფრანგეთის სპეცსამსახურებმა ლე ბურჟეს აეროპორტში დააკავეს. ის საფრანგეთში აზერბაიჯანიდან ჩაფრინდა. საფრანგეთის ხელისუფლებას სურს გაარკვიოს დუროვის ურთიერთობა კრემლთან. გამოძიება ასევე ფოკუსირებულია „ტელეგრამზე“ მოდერატორების ნაკლებობაზე, რაც, კრიმინალურ აქტივობებს უხსნიდა გზას. დუროვი შესაძლოა ტერორიზმის, ნარკოტიკების კონტრაბანდის, ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებისა და თაღლითობის ხელშეწყობაში დაადანაშაულონ.

პაველ დუროვმა რუსეთი 2014 წელს დატოვა. საფრანგეთის მოქალაქეობა მან 2021 წელს მიიღო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა