თეგებით ძიება
27. 08. 2024 მსოფლიო

უკრაინა კურსკის ოლქში 100-მე მეტ დასახლებას აკონტროლებს, ტყვედ აიყვანეს 594 რუსი სამხედრო

რუსეთმა კურსკის რაიონში 30 000-მდე სამხედრო მოსამსახურე გადაიყვანა და ეს მაჩვენებელი იზრდება - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი კურსკში მიმდინარე ოპერაციაზე საუბრისას. მისი თქმით, კურსკის მიმართულებით შეტევითი ოპერაციის ჩატარების ერთ-ერთი ამოცანა სწორედ ეს იყო - მტრის მნიშვნელოვანი ძალების სხვა მიმართულებებიდან გაყვანა - "პირველ რიგში ეს ეხება პოკროვსკის და კურახივის მიმართულებებს" - ამბობს სირსკი. 

მისივე თქმით, კურსკის ოლქში ოპერაციის დაწყებიდან უკრაინამ ტყვედ აიყვანა 594 რუსი სამხედრო და აკონტროლებს 100-ზე მეტ დასახლებას, ანუ 1294 კვადრატულ კილომეტრს.

„დღეისთვის ჩვენ ავიღეთ კონტროლი 1294 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიაზე - ეს არის 100 დასახლება... ასევე მნიშვნელოვნად შევავსეთ გაცვლითი ფონდი: დღეს ამ მიმართულებით ტყვედ გვყავს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების 594 სამხედრო მოსამსახურე“. - ამბობს სირსკი. 

შეგახსენებთ, რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალები 6 აგვისტოს შევიდნენ. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა