თეგებით ძიება

კვლევა: ქორწინება ასაკოვანი კაცების ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება

კანადელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქორწინება ასაკოვანი კაცების ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება. მათ კვლევაზე US News-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მეცნიერებმა 7 641 ადამიანის (3 926 კაცის და 3 715 ქალის) მონაცემები შეისწავლეს და ფიზიკური, ფსიქოემოციური, სოციალური და სუბიექტური კეთილდღეობის მაჩვენებლების საფუძველზე დაადგინეს, რომ ისინი „ოპტიმალურად ბერდებიან“. განმეორებითი შეფასება 3 წლის შემდეგ ჩატარდა.

შედეგების მიხედვით, ასაკოვანი კაცები, რომლებიც იმყოფებიან ან ოდესმე იმყოფებოდნენ ქორწინებაში, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მხრივ უკეთეს მაჩვენებლებს აფიქსირებდნენ, ვიდრე ისინი, ვინც არასოდეს ყოფილა დაქორწინებული. ამის ერთ-ერთ მიზეზად მეცნიერები იმ ფაქტს ასახელებენ, რომ როგორც წესი, ცოლები ქმრების ჯანმრთელობაზე ზრუნვას საკუთარ თავზე იღებენ.

თუმცა, ქალების შემთხვევაში ქორწინების ფაქტორის დადებითი თვისებები ვერ გამოვლინდა. კვლევამ დაადგინა, რომ გასათხოვარ ქალებთან შედარებით, გათხოვილებს ჯანმრთელობის მხრივ რაიმე უპირატესობები არ აღენიშნებათ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა