ზელენსკი: უკრაინამ წარმატებით გამოსცადა საკუთარი წარმოების პირველი ბალისტიკური რაკეტა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ წარმატებით გამოსცადა საკუთარი წარმოების პირველი ბალისტიკური რაკეტა.
„პირველი უკრაინული ბალისტიკური რაკეტის დადებითი ტესტირება შედგა. ვულოცავ ჩვენს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს. თუმცა, მე არ შემიძლია ამ რაკეტის შესახებ დეტალების გაზიარება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.