თეგებით ძიება

საპატრიარქომ ოცნებას უარი სტკიცა მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაზე და ჭკვიანურადაც მოიქცა - ბაია პატარაია

“საფარის“ აღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს:

საპატრიარქომ ოცნებას უარი სტკიცა მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაზე და ჭკვიანურადაც მოიქცა. ჯერ ერთი, ყველამ ვიცით, რომ ოცნებას მხოლოდ 30% უჭერს მხარს, აგებს არჩევნებს, და ამიტომ ეტმასნება ეკლესიას; თორემ ისიც არ დაგვვიწყებია, რომ ყველა მღვდელს უკანონოდ უთვალთვალებს სუსი! 

მეორეც, ეკლესიისთვის უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ თავისუფლება ბოლომდე შეინარჩუნოს და მთავრობებს მის საქმეში ხელის ფათურის უფლება არ მისცეს. სახელმწიფო რელიგიის დროს ბევრი ვალდებულება უჩნდება ეკლესიას, მათ შორის, ახალი პატრიარქის არჩევაში ჩარევაც. ხოდა, რაში სჭირდებათ ეგ? ამიტომ უარით გამოისტუმრეს და ხახამშრალი დატოვეს ბტნ ბიძინი. ერისთვისაც ეგრე აჯობებს და ბერისთვისაც! - წერს ბაია პატარაია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა