უკრაინის მოთხოვნით ოთხშაბათს ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომა გაიმართება
ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უკრაინის მოთხოვნით ოთხშაბათს ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომას მოიწვევს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
როგორც ალიანსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, შეხვედრა ელჩების დონეზე გაიმართება.
უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი მოკავშირეებს ონლაინ რეჟიმში ინფორმაციას მიაწვდის ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებისა და პრიორიტეტული საჭიროებების შესახებ.