ისრაელის თავდაცვის ძალებმა ტერორისტების მიერ გატაცებული ბედუინი გაათავისუფლეს
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზის სექტორში ჰამასის მიწისქვეშა გვირაბებში 7ინფორმაციას ტაბულა გე. ავრცელებს.
IDF-ის მიხედვით, ქაიდ ფარჰან ელკადის გათავისუფლება "ღაზის სექტორის სამხრეთში კომპლექსური ოპერაციის" შედეგად მოხდა. განცხადების მიხედვით, ოპერაციის შესახებ დამატებითი დეტალების გასაჯაროვება არ მომხდარა "ტყვეების უსაფრთხოების, ისრაელის ძალების დაცულობისა და ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების გათვალისწინებით".
52 წლის ბედუინი ღაზაში ომის დაწყებიდან მოყოლებული ისრაელის შეიარაღებული ძალების მიერ მერვე გათავისუფლებული მძევალია. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია და ის სამედიცინო შემოწმებებს საავადმყოფოში გადის.