გავაგრძელებთ მოქმედებას ვიდრე, ყველა მძევალს სახლში არ დავაბრუნებთ - ნეთანიაჰუ
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზას სექტორიდან მძევლის გათავისუფლებას გამოეხმაურა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გააგრძელებენ მოქმედებას, ვიდრე ყველა მძევალი სახლში არ დაბრუნდება.
„ჩვენ დაუღალავად ვმუშაობთ ყველა ჩვენი მძევლის დასაბრუნებლად. ჩვენ ამას ვაკეთებთ ორი ძირითადი გზით: მოლაპარაკებები და ოპერაციები. ეს ორი ფაქტორი მოითხოვს ჩვენს სამხედრო ყოფნას ადგილზე და მუდმივ სამხედრო ზეწოლას. ჩვენ გავაგრძელებთ მოქმედებას ვიდრე, ყველა მძევალს სახლში არ დავაბრუნებთ“, - აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.