ღვთისმშობლის სამი ქართული სასწაულმოქმედი ხატი
აწყურის ხატი დღესაც ელის ტაძარში დამკვიდრებას მართლმადიდებლები თავყვანს სცემენ ღვთისმშობლის სხვადასხვა ხატს, მათ შორის არის ქართული სახელწოდების მქონე ხატებიც, რომლებსაც ჩვენი წინაპრები განადიდებდნენ.
აწყურის ხატი
მაცხოვრის ამაღლების შემდეგ, მოციქულებმა წილი ჰყარეს, - საქადაგებლად ვინ სად წასულიყო. ღვთისმშობელს წილად ხვდა საქართველო. გადაწყვიტა კიდეც აქეთ წამოსვლა, მაგრამ მისი გარდაცვალების დრო მოახლოებული იყო და გადაიფიქრა.
ღვთსმშობელს საკუთარი ძე, უფალი გამოეცხადა და უთხრა, - ნუ მიატოვებშენს წილხვედრ ქეყანას, გაგზავნე ანდრია პირველწოდებული, თან, შენი ხატი გაატანე, რომ იქაურებს იცავდესო. ღვთისმშობელმა მოციქულს უფლის დანაბარები გადასცა. მოითხოვა ფიცარი, მიიდო სახეზე, სადაც მისი ხელთუქმნელი ხატი გამოისახა. შემდეგ ხატი ანდრია მოციქულს გადასცა, დალოცა, მოციქულმა მადლობა შესწირა, მის წინაშე დაემხო და წმინდა ხატით საქართველოსკენ გამოემართა.
გზაში ურწმუნოთაგან უამრავი განსაცდელი დაითმინა, გაჩერებამ სხვადასხვა ადგილას მოუწია. წმინდა ხატის შეწევნით, ქრისტიანულ სარწმუნოებაზე ბევრი ადამიანი მოაქცია.
ანდრია პირველწოდებული როდესაც სამცხის საზღვართან წამოვიდა, ერთ დაბას მიადგა, რომელსაც სოსანგეთს ეძახდნენ (ახლანდელ აწყურს). იქაურები თაყვანს სცემდნენ არტემისსა და აპოლონს, სადაც ასევე საკუთარი ღვაწლით ბევრი გააქრისტიანა, ლოცვითა და ხატით მკვდარიც აღადგინა. ასწავლა ხალხს ქრისტეს სჯული, დაუდგინა ეპისკოპოსნი, მღვდელები და დიაკვნები, მერე კი ისევ გზას გაუდგა. იქაურები შეევედრნენ, ღვთისმშობლის ხატი მათთვის დაეტოვნებინა. მოციქულმა თხოვნა შეუსრულა და ხატის შექმნის ამბავსაც მოუყვა. როცა შეიტყვეს, რომ მათი მფარველი ღვთისმშობელი იყო, ყველა სიხარულით აღივსო.
წმინდა ანდრიამ მოციქულებრივი გზა განაგრძო, წმინდა ხატი კი საქართველოში დარჩა. აწყურის ღვისმშობელი უამრავ სასწაულს აღასრულებდა...
სვეტიცხოვლის ტაძარში დაკრძალულია მაცხოვრის კვართი, სიმბოლო ეკლესიის ერთიანობისა, რასაც არ აღიარებდნენ სამცხის ათაბაგები, მცხეთის საყდრისგან გამოყოფას ცდილობდნენ. ამის გამო სამცხე მართლმადიდებლებიგან დაცარიელდა. იქაურობა დატოვა ღვთისმშობლის ხატმაც და ამის შემდეგ იყო, რომ სამცხე-საათაბაგოს მოსახლეობა გამაჰმადიანდა. მართლმადიდებელი მესხები მთელ საქართველოში გაიფანტნენ, თან წაიღეს წმინდა ხატები, ჯვრები, გადმოცემები, ლეგენდები და იმედი, რომ დადგებოდა დრო, როცა მეხსეთს ქრისტიანი პატრონი გამოუჩნდებოდა, აწყურის ღვთისმშობლის ხატიც დაუბრუნდებოდა თავდაპირველ ადგილს, შემოიკრებდა ყოველ მხარეს გაფანტულ მესხებს.
მუზეუმში დაცული წმინდა ხატი ჩასვენებულია ტრიპტიქის სახის მოჭედილ კუბოში, რომელიც, წარწერის თანახმად, შესრულებულია იმერეთის მეფის სოლომონ I-ის შეკვეთით 1764 წელს. არავინ იცის აღდგება თუ არა აწყურის საყდარი და ინებებს თუ არა ღვთისმშობლის ხატი (უკვე მუზეუმის ტყვეობიდან თავდახსნილი) იქ დამკვიდრებას, მაგრამ მაცხოვრი ბრძანებს, რომ იგია ჩვენი მცველი უკანასკნელ ჟამამდე.
წილკნის ღვთისმშობელი
წილკნის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, თავისი მადლმოსილებით ყოველთვის გამოირჩეოდა, რომელიც მორწმუნეებს ყოველთვის დიდად უყვარდათ. გაგრძელება