უკრაინაში ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრი დაიღუპა
უკრაინაში ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრი დანიელ ტუჟბა დაიღუპა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
აფხაზეთის მკვიდრის დაღუპვის დეტალები უცნობია. ეს ფაქტი, სავარაუდოდ, დონეცკის რეგიონში მოხდა. ტუჟბა რუსული ძალების შემადგენლობაში იბრძოდა.
დაღუპულის ცხედარი სოხუმში გადაასვენეს. მას 29 აგვისტოს დაკრძალავენ.
ოკუპირებული აფხაზეთიდან მოხალისეთა დიდი ნაწილი ბატალიონ „პიატნაშკას“ შემადგენლობაში იბრძვის. აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ კურსკის ოლქში, სადაც უკრაინული ჯარი შეიჭრა, აფხაზი და ოსი მოხალისეები გადაისროლეს.