თეგებით ძიება
29. 08. 2024 მსოფლიო

16 წლის ბიჭი ზვიგენის მსხვერპლი გახდა - მისი სხეული დანაწევრებული იპოვეს

იამაიკაზე, ტურისტული ქალაქის, მონტეგო-ბეის სანაპიროსთან, 16 წლის ბიჭს ზვიგენი თავს დაესხა, რის შედეგადაც ის დაიღუპა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მოზარდის დაფლეთილი სხეული მყვინთავებმა იპოვეს, თავდასხმის შედეგად ზვიგენმა მოზარდს ხელი და თავი მოაგლიჯა.

პოლიციის განმარტებით, მოზარდი წყალქვეშა ნადირობით იყო დაკავებული. წყალში შესვლის შემდეგ, ის რამდენიმე დღის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა