თეგებით ძიება

უკრაინისთვის გადაცემული იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვები უნდა მოიხსნას - ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ უკრაინას, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული საკუთარი მიწების გათავისუფლებას ცდილობს, მოკავშირეებისგან მიწოდებული იარაღის გამოყენება არ უნდა შეეზღუდოს. უცხოური მედიის ცნობით, ბორელმა შესაბამისი განცხადება ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას დახვედრისას გააკეთა.

"უკრაინისთვის გადაცემული იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვები უნდა მოიხსნას. ის სრულად უნდა იქნას გამოყენებული რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე დასარტყმელად, საერთაშორისო წესების შესაბამისად," - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა