თეგებით ძიება

გამოცხადდება თუ არა მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად? - საპატრიარქოში მღვდელმთავრები იკრიბებიან

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრიარქოში მღვდელმთავრების შეხვედრის დასრულების შემდგომ ისაუბრებს მედიასთან დეტალებზე, რომელიც მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხზე ხელისუფლების შეთავაზებას ეხება.

აღნიშნული განცხადება ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან საპატრიარქოში შესვლამდე გააკეთა, სადაც მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხზე მსჯელობის მიზნით მეუფეების ნაწილი უკვე მივიდა.

ამასთან, დეკანოზის განმარტებით, დღეს, საპატრიარქოში მღვდელმთავრებთან ჩანიშნულ შეხვედრაზე ხელისუფლების მხრიდან არავინ იქნება წარმოდგენილი. მისი თქმით, შეხვედრას დღეს იურისტებიც დაესწრებიან.

„შეხვედრა დასრულდეს და რომ გამოვალ, ყველაფერს გეტყვით. [ხელისუფლების მხრიდან] დღეს არავინ იქნება. ვნახოთ, რა იქნება, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. მღვდელმთავრები იმსჯელებენ დღეს და წინასწარ არ შემიძლია საუბარი. საუბარი და შეთავაზება იყო კონსტიტუციურ ჩანაწერზე, ამიტომ ამ ჩარჩოში იქნება განხილვა“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, მმართველმა გუნდმა საპატრიარქოს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება შესთავაზა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა