თეგებით ძიება

2002 წელს, როდესაც მზადდებოდა კონსტიტუციური შეთანხმება სხვადასხვა ვერსიები და ვარიანტები იქნა შესწავლილი და არჩეული იქნა საუკეთესო - მეუფე გრიგოლი

2002 წელს, როდესაც მზადდებოდა კონსტიტუციური შეთანხმება სხვადასხვა ვერსიები და ვარიანტები იქნა შესწავლილი და არჩეული იქნა საუკეთესო. ამაზე მეტი, რა გითხრათ?! - ასე უპასუხა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლ ბერბიჭაშვილმა მედიის კითხვას, რომელიც ახლა, მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხზე ხელისუფლების შეთავაზებას ეხება.

როგორც მღვდელმთავარმა აღნიშნა, ამ საკითხზე დეტალები არ იცის და კონკრეტულად შეხვედრის დასრულების შემდგომ ისაუბრებს.

კითხვას, შეექმნება თუ არა ეკლესიას საფრთხე, მაშინ, როდესაც მართლმადიდებლობა, როგორც სახელმწიფო რელიგია კონსტიტუციის დონეზე თუ დარეგულირდა, მან ასე უპასუხა:

„როდესაც გამოცხადდა ასეთი კონსტიტუციური შეთანხმების თემა გადაწყვეტილად, რომ ხელმოწერილი უნდა ყოფილიყო,მანამდე ყველა საკითხი იქნა გავლილი და საუკეთესო იქნა შერჩეული. მოითმინეთ, მე არ ვიცი, რას გვთავაზობს. რომ გამოვალ გეტყვით. გავარკვევ, რას გვთავაზობენ და გეტყვით პასუხს, ისე არ წავალ. გითხარით, 2002 წელს, როდესაც მზადდებოდა კონსტიტუციური შეთანხმება სხვადასხვა ვერსიები და ვარიანტები იქნა შესწავლილი და არჩეული იქნა საუკეთესო. ამაზე მეტი, რა გითხრათ?! მაშინ, რა უნდა ყოფილიყო პატრიარქის პოზიცია? - რაც ხელმოწერილი იქნა ის იყო”, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა