თეგებით ძიება

თეონა აქუბარდია გიორგი გახარიას პარტიას შეუერთდა

დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია წინასაარჩევნოდ გიორგი გახარიას პარტიას - "საქართველოსთვის" შეუერთდა. მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი და არჩევანი ბნელ წარსულსა და ნათელ მომავალს შორის.

აქუბარდიას განცხადებით, ივანიშვილის დამარცხება გახარიას გუნდის აქტიური მონაწილეობის გარეშე შეუძლებლად მიაჩნია, მეორე მიზეზი, რის გამოც ამ გუნდთან ერთიანდება არის პარლამენტში ერთობლივი მუშაობის დროს მიღებული გამოცდილება.

"ქალბატონი თეონა აქუბარდია შემოუერთდება წინასაარჩევნოდ ჩვენ გუნდს, ჩვენ ეს ძალიან გვიხარია, რადგან საყოველთაოდ ცნობილია მისი პროფესიონალიზმი, ის დიდი ხანია მუშაობს უსაფრთხოების სფეროში და ძალზედ რეპუტაციული და გამოცდილი პროფესიონალია, რომელსაც ასევე დიდხანს უმუშავია უშიშროების საბჭოში და საჯარო მოხელეები მას იცნობენ როგორც პრინციპულ, გამოცდილ და კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეს", - განაცხადა გახარიამ. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა