თეგებით ძიება
29. 08. 2024 მსოფლიო

საბერძნეთის სანაპიროზე ასობით ათასი მკვდარი თევზი გამოირიყა

საბერძნეთში, ტურისტულ ქალაქ ვოლოსში სანაპიროზე ასობით ათასი მკვდარი თევზი გამოირიყა.

The Guardian-ის ცნობით, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პრობლემა შარშან მომხდარმა წყალდიდობამ გამოიწვია. მაშინ, ჯერ კიდევ 1962 წელს ხელოვნურად დამშრალი ახლომდებარე ტბა წყლით აივსო, შემდეგ კი წყლის დონემ ტბაში მკვეთრად იკლო, რის გამოც მტკნარ წყალში მობინადრე თევზებმა ვოლოსის პორტისკენ დაიწყეს მოძრაობა, თუმცა მარილიან წყალში მალევე დაიხოცნენ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ვოლოსში წყლიდან 40 ტონა თევზი ამოიღეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა