თეგებით ძიება

დასაქმებულთა 69%-ს 2000 ლარზე ნაკლები ანაზღაურება აქვს - დეტალური მონაცემები

შემოსავლების სამსახური პერიოდულად აქვეყნებს მონაცემებს, რომელშიც მოცემულია თითქმის 1 მილიონი დასაქმებულის ყოველთვიური ანაზღაურება. ირკვევა, რომ თვეში 2000 ლარზე მეტ ხელფას (ხელზე ასაღები) დასაქმებულთა 31% იღებს. 69%-ს თვეში 2000 ლარზე ნაკლები ხელფასი აქვს. საქსტატის ცნობით, 2024 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით საშუალო წმინდა ხელფასი ქვეყანაში 1500 ლარია. 

დასაქმებულთა სახელფასო ჯგუფები ასე გამოიყურება:

  • თვეში 1000 ლარზე ნაკლებ ანაზრაურებას 34% ანუ ყოველი მესამე იღებს.
  • 1000-დან 2000 ლარამდე ხელფასი დასაქმებულთა 35%-ს აქვს, რაც ამ სახელფასო ჯგუფს ყველაზე დიდად აქცევს.
  • 2000-დან 3000 ლარამდე ხელფასი 16%-ს აქვს.
  • 3000-დან 4000 ლარამდე 6%-ს.
  • 4000-დან 5000 ლარამდე 4%-ს
  • 5000 ლარზე მეტი კი დასაქმებულთა 5%-ს აქვს.

ხელფასების მოდა 800-1200 ლარია, ხოლო მედიანა 1300 ლარი. თბილისში ანაზღაურება უფრო მარალია ვიდრე რეგიონებში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა