ქუთაისელი ახალგაზრდა რომელსაც ოჯახი ეძებდა გარდაცვლილი იპოვეს
ქუთაისელი ახალგაზრდა, რომელსაც ოჯახი ეძებდა გარდაცვლილი იპოვეს.
ფეისბუქ გვერდებზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით 23 წლის ახალგაზრდას ოჯახი 4 დღის განმავლობაში ეძებდა. გარდაცვლილის ცხედარი არასრულწლოვანმა სოფელ სიმონეთში შემთხვევით იპოვა. როგორც სოც. ქსელში ოჯახის ახლობლები წერენ თემო ხადური მოკლულია. ისინი საქმის დროულ გამოძიებასა და დამნაშავეთა დროულ დაკავებას ითხოვენ.