მთავრობამ ირაკლი შოთაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა
მთავრობამ ყოფილ გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს, სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა - შესაბამისი განკარგულება მთავრობამ 26 აგვისტოს გამოსცა.
“1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 4(1) პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 თებერვლის #73 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასცავ პირთა ნუსხის“ მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს - ირაკლი შოთაძეს დაენიშნოს სახელმწიფო დაცვა მინიმალური სტანდარტების შესაბამისად.
დაცვის ღონისძიებათა განხორციელება უზრუნველყოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა.
განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და მისი მოქმედება ვრცელდება 2024 წლის 23 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე“, - წერია განკარგულებაში, რომელსაც ხელს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი შოთაძე 23 მაისს გადადგა.