ანა ჯაფარიძემ პარალიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
პარიზში მიმდინარე ზაფხულის პარალიმპიური თამაშების სადებიუტო დღეს საქართველოს ნაკრების წევრმა პარატაეკვონდოში ანა ჯაფარიძემ (52კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართველმა პარასპორტსმენმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ეგვიპტელი მოწინააღმდეგე დამატებით დროში მსაჯთა გადაწყვეტილებით დაამარცხა.