საბა საზონოვი "ემპოლიში“ ითამაშებს
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი საბა საზონოვი კარიერას „ემპოლიში“ გააგრძელებს.
მცველი, რომელიც აქამდე „ტორინოში“ თამაშობდა, ახალ კლუბში იჯარით გადავიდა. ამასთან, „ემპოლის“ საზონოვის გამოსყიდვის უფლებაც ექნება.
საზონოვის გადმოსვლას „ემპოლი“ სოციალურ ქსელებშიც გამოეხმაურა - ფეხბურთელის ფოტო გამოაქვეყნა და წარწერა „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ დაურთო.