თეგებით ძიება

გერმანიის ზოოპარკში მსოფლიოს უხუცესი ზარმაცა დაიღუპა

გერმანიაში, კრეფელდის ზოოპარკში მსოფლიოს უხუცესი ზარმაცა, იანი დაიღუპა.

როგორც ზოოპარკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ცხოველი 54 წლის იყო.

იანი სამხრეთ ამერიკაში, ველურ ბუნებაში დაიბადა. ის 6 თვის იყო, როცა ადამიანებმა იპოვეს, რის შემდეგაც ზოოპარკში გადაიყვანეს. 2024 წლის მაისში იანმა 54-ე დაბადების დღე აღნიშნა. მას 22 შვილი ჰყავდა. ზოოპარკის თანამშრომლები ამბობენ, რომ მათთვის ცხოველთან დამშვიდობება რთული იყო, რადგან ბევრი მათგანი იანზე 25 წელი ზრუნავდა.

იანამდე მსოფლიოს უხუცეს ზარმაცად პაულა ითვლებოდა, რომელიც ასევე გერმანიაში, ზოოპარკში Halle Zoe ბინადრობდა და 51 წელი იცოცხლა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა