ლაშა ტალახაძეს მშობლიურ საჩხერეში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს
მსოფლიო სპორტის ლეგენდას, 30 წლის ძალოსანს ლაშა ტალახაძეს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთადერთ სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, მშობლიურ საჩხერეში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.
თავისუფლების ქუჩაზე ღია ცის ქვეშ ღონისძიებას პარიზის ოლიმპიური თამაშების პრიზიორებიც ესწრებოდნენ.
სპორტსმენმა საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისგან ჯილდოს სახით 20 000 ლარი მიიღო. ტალახაძეს ჩოხოსანთა საზოგადოებამ რაინდის წოდებაც მიანიჭა.
„ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს საჩხერლებს, მუნიციპალიტეტს და ყველა გულშემატკივარს, ვინც აქ შეიკრიბა. ძალიან მიხარია, რომ ჩემს დასახვედრად მოვიდნენ. ძალიან ბედნიერი ვარ. მათ გვერდში დგომას ყოველთვის ვგრძნობ და მათი წყალობით ვაღწევ ამხელა წარმატებას. თითოეული ჩემი გამარჯვება მათ ეძღვნებათ. ასევე მინდა მადლობდა ვუთხრა ჩვენს ოლიმპიელებს, ვინც ჩამოვიდა და გაალამაზა დღევანდელი საღამო“, - აღნიშნა „ქრონიკასთან“ საუბარში ლაშა ტალახაძემ.