პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე გიორგი ნიკოლაძემ პირველი შეხვედრა მოიგო
დღეს, პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე 70 კგ წონით კატეგორიის პარატაეკვონდოს ოსტატები ასპარეზობენ
ქართველმა პარატაეკვნდოს ოსტატმა გიორგი ნიკოლაძემ მერვედფინალური შეხვედრა ეგვიპტელ მაჰმუდ აბდელ რაზეკ აბდელ რაჰმანთან გამართა.
გიორგი ნიკოლაძე მთელი პირველი რაუნდის განმავლობაში წინ იყო და შეხვედრის ასრულებადმდე 17 ქამი ადრე 16:11 იგებდა, თუმცა ეგვიპტელმა ანგარიშის გათანაბრება და შეხვედრის ოქროს დროში გადაყვანა შეძლო.
ოქროს დროის 44-ე წამზე გიორგი ნიკოლაძემ 2-ქულიანი ილეთი შეასრულა და შეხვედრა მოიგო.
გიორგი ნიკოლაძე მეოთხედფინალში თურქ ჩელიკ ფატეჰს შეხვდება