თეგებით ძიება

დედამიწის ტემპერატურა, შეიძლება, 14 გრადუსით გაიზარდოს - საგანგაშო კვლევა

ახალმა გასაოცარმა კვლევამ აჩვენა, რომ CO2-ს ახლა უფრო დიდი გავლენა აქვს, ვიდრე ადრე მეცნიერებს ეგონათ. ამის გამო დედამიწის ტემპერატურა შესაძლოა 14 გრადუსით გაიზარდოს.

ატმოსფერული CO2-ის გაორმაგებამ შეიძლება დედამიწის საშუალო ტემპერატურა 7-დან 14 გრადუს ცელსიუსამდე გაზარდოს, ნათქვამია ახალ კვლევაში. 

მკვლევრებმა საკვლევად გამოიყენეს წყნარი ოკეანის ფსკერიდან ამოღებული 45 წლის ბირთვი.

„ეს ბირთვი ძალიან მიმზიდველია მკვლევრებისთვის, რადგან ამ ადგილას ოკეანის ფსკერს აქვს ანოქსიური პირობები მრავალი მილიონი წლის განმავლობაში“, - თქვა იააპ სინინგე დამსტემ, უფროსმა მეცნიერმა.

„კვლევის მკაფიო გაფრთხილება არის ის, რომ CO2-ის კონცენტრაცია უფრო დიდ გავლენას მოახდენს ტემპერატურაზე, ვიდრე ჩვენ ამჟამად ვფიქრობთ", - დაასკვნა მეცნიერმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა