"სულ უფრო მეტად შეშფოთებული ვართ საქართველოს ტრაექტორიით, რომელიც ევროკავშირს შორდება" - ჯოზეფ ბორელი (ვიდეო)
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოში არსებულ ვითარებას გამოეხმაურა.
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის სიტყვებით, შეხვედრაზე აღნიშნულ საკითხს მოკლედ შეეხნენ.
ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სულ უფრო მეტად შეშფოთებულია საქართველოს ტრაექტორიით, რომელიც ევროკავშირს შორდება.